პოლიტიკური შეფასებები ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე იმ კანდიდატურას, რომელიც შერჩეული იქნება ფართო სპექტრის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა იმ ადამიანისა და ასევე იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ცივილიზებულად და სამართლიანად ჩატარებაზე.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, კანდიდატურა ორივე მხარისთვის იყოს მისაღები. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მიხეილ სარჯველაძეს პრეზიდენტის არგუმენტი, რის გამოც გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა აღარ წარუდგინა პარლამენტს, არალოგიკურად და არადამაჯერებლად მიაჩნია.