პოლიტიკური შეფასებები

მოსკოვის და ლონდონის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას უწინასწარმეტყველებენ.

თბილისში ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის საერთაშორისო დონეზე გააქტიურებისთვის უნდა გამოიყენოს.

პოლიტოლოგების აზრით, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლა იმ ცალმხრივად პარტნიორული ურთიერთობის შედეგია, რომელიც ოფიციალურ ლონდონს მოსკოვთან ჰქონდა.

პოლიტიკური შეფასებები გურამ როგავამ მოისმინა.