პოლიტიკური პროცესი და დიალოგის რესურსი

არსებობს თუ არა შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში დიალოგის რესურსი – ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად არის, თუმცა საკუთარი პირობებით.

ოპოზიციის დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნებია, რასაც მმართველი გუნდი შეუსრულებელ პირობებად აცხადებს. ხელისუფლება მოლაპარაკების უალტერნატივობაზე საუბრობს, თუმცა ოპონენტებს მიუთითებს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი დიალოგის პერსპექტივას ახშობს.

თეონა მანაგაძე გვეტყვის, ველოდოთ თუ არა ელჩების შუამავლობით მიმდინარე და მეოთხე რაუნდზე გაჩერებული მოლაპარაკების განახლებას უახლოეს პერიოდში.

დატოვე კომენტარი