პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს

9 აპრილის მემორიალთან ღამითვე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მათ პარლამენტის მოედანზე სანთლები დაანთეს და მემორიალი ტიტების გვირგვინებით შეამკეს.

შეკრებილებმა დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ თავდადებაზე ისაუბრეს.