პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებამდე 15 დღე რჩება. მერობისა და საკრებულოების კანდიდატები პოტენციურ ამომრჩეველთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი მოსახლეობას საარჩევნო პროგრამებს და არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას აცნობენ. 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს წევრებს აირჩევს.