პოლიტიკური პარტიების შეკრება

საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ოპოზიციური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

პარტიების წარმომადგენლებმა ამ მოთხოვნით დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს. პოლიტიკოსების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაჟორიტარული სისტემა კი – გაუქმდეს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამ მოთხოვნას 25 პოლიტიკური პარტია აყენებს. ისინი მილიონი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც და თავის დროზე, საკონსტიტუციო კომისიაში საკითხის გადაწყვეტას, ხელი თავად ოპოზიციამ შეუშალა.