პოლიტიკური პარტიების შეხვედრა პრეზიდენტთან

შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ გასვლის თემაზე, დღეს დილიდან პრეზიდენტი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს ხვდება. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეთანხმებას მმართველი გუნდი აღარ დაუბრუნდება და არც მომავალში აპირებს მსგავს შეთანხმებებში მონაწილეობას. დღესვე, პრეზიდენტმა დისკუსია გაიმართა „გირჩის“, „ლელოს“ და პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან.