პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. პარტიები კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. ვირჩევთ მერებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრმა ხონში, წყალტუბოსა და ქუთაისში დაასახელა. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მისი ახალი გუნდის ხედვებზე ესაუბრა სამეგრელოს მაცხოვრებლებს და კანდიდატებიც წარუდგინა. ქუთაისში „სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდა გიორგი ვაშაძე. კარდაკარ-ის პრინციპით, მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს  სამომავლო გეგმებს აცნობენ.