პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმები

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. დადასტურებულად კი, არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გირჩი“ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიები – „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება და ამისთვის რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ.