პოლიტიკური პარტიების რეიტინგი – გასაიდუმლოებული კვლევა
არაოფიციალურად გავრცელებული რეიტინგები, რამაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა გამოიწვია.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ახლა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან ოფიციალურ მონაცემებს და ინფორმაციას ელოდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „აიარაის“ კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი მხარდაჭერით მმართველი პარტია სარგებლობს. 36% „ქართულ ოცნებას“, 5% „ნაციონალურ მოძრაობას“, მესამე ადგილს 2%-იანი მხარდაჭერით „ლეიბორისტები“ და იაგო ხვიჩიას პარტია იკავებენ, გამოკითხულთა 1% უჭერს მხარს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ „ახალს“, იგივე მაჩვენებელი აქვს გიორგი გახარიას გუნდსაც. ასე გადანაწილდა ციფრები რესპონდენტებისთვის დასმულ შეკითხვაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ხვალ ჩატარების შემთხვევაში მათ არჩევანს ეხებოდა. კვლევაში საერთოდ ვერ მოხვდა „ლელო“. „აიარაის“ ამ დრომდე არც განმარტება და არც კვლევის შედეგები გამოუქვეყნებია – თუ არაოფიციალურ მონაცემებს ორგანიზაციის მიერ პარტიების შესახებ ჩატარებულ ბოლო სოციოლოგიურ გამოკითხვას შევადარებთ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია, ოპოზიციური პარტიების კი შემცირებული. სახელისუფლებო პარტიისგან გასხვავებით, ოპოზიციის ნაწილი არაოფიციალური კვლევის შედეგებს არარეალურად მიიჩნევს და მკვეთრად დაბალ მაჩვენებლებს შიშის ფაქტორს უკავშირებს.
რა ტენდენციები გამოკვეთა არაოფიციალურად გავრცელებულმა მონაცემებმა – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.