პოლიტიკური პარტიების რეიტინგი – გამოხმაურება
ისევ პოლიტიკური შეფასების თემაა სოციალურ მედიაში გავრცელებული სლაიდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარების შემთხვევაში, მმართველი გუნდი – 36%-ით ლიდერობს. დანარჩენი ოპოზიციის რეიტინგი კი – ჯამში, 17 პროცენტია. აღნიშნულ კვლევაში არ არის აღრიცხული „ლელოსა“ და „ფედერალისტების“ რეიტინგი.
კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყანებენ გიორგი გახარიას პარტიასა და „ლელოში“ და ელოდებიან ოფიციალურ განცხადებას კვლევის ავტორი კომპანიისგან. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ოპოზიციის ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე, მათი რეიტინგი ნულისკენ მიდის.