პოლიტიკური პარტიების გეგმები საარჩევნოდ

რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი საარჩევნო გეგმა – ვინ ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა ერთობა და ხალხთან უფრო აქტიური კომუნიკაცია. მათივე პროგნოზით, 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება არაერთ გაერთიანებას იხილავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ისევ ითხოვენ ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევას.

„ქართულ ოცნებაში“ კი კვლავ აცხადებენ, რომ ყველანაირი ოპოზიციური ერთობა წარუმატებელი იქნება, რადგან მათ ამომრჩევლებს იმედები უკვე გაუცრუეს. მათივე თქმით, უმჯობესია, ქვეყანას უკეთესი ოპოზიცია ჰყვადეს, თუმცა, მათი რეალური ქმედებები საკუთარ ინტერესებზე მიუთითებს.