პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები წინასაარჩვენო კამპანიას აგრძელებენ

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები წინასაარჩვენო შეხვედრებს აგრძელებენ. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ, მხარდამჭერებთან ერთად, კინო „რუსთაველის“ შენობის ფასადის დემონტაჟი გააპროტესტა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი კი ზესტაფონის სოფელ სვირში იმყოფებიდა. გოგი წულაიამ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, სანდრა რულოვსი სამეგრელოში მის მხარდამჭერ ოჯახს ესტუმრა.