თემა, რომელმაც მეორე დღეა, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
საზოგადოების ნაწილი თბილისის მერიას დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ფორმას უწუნებს. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის დიზაინი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა და ფართო განხილვის ობიექტი გახდა, რომ ნაძვთან საპროტესტო აქციაც კი მოეწყო.
ნაძვის ხის ვიზუალური მხარე პოლიტიკურ ჭრილშიც ფასდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ იტალიიდან ჩამოტანილი ნაძვის ვიზუალი ფასს, ანუ ერთ მილიონ ლარს არ შეესაბამება. მწვავე დისკუსიაში ყოფილი პრეზიდენტიც ჩაერთო, რომელსაც მალევე საკუთარი ფეისბუქ-პოსტის შეცვლა მოუხდა.
დღის ბოლოს, ნაძვის ხით უკმაყოფილოებს თბილისის მერმა უპასუხა.