პოლიტიკური მოთხოვნები „მეგობარი აქტის“ სახელით 

კონგრესის ქვედა პალატაში გამართული კენჭისყრის შედეგები საქართველოში დღის მთავარი თემაა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ მეგობარ აქტს წარმომადგენელთა პალატამაც დაუჭირა. მხარდაჭერა ორპარტიულია – 349 ხმას შორის 181 „დემოკრატებს“ ეკუთვნით. 42 წინააღმდეგი იყო, 42-მა თავი შეიკავა. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის მიერ მომზადებული კანონპროექტის კანონად ქცევისთვის ორი პროცედურა რჩება – სენატში დაბრუნება და საბოლოო კენჭისყრა და ბოლოს დონალდ ტრამპის ხელმოწერა. დოკუმენტი მწვავე შინაარსის პუნქტებს და ფორმულირებებს მოიცავს. მოთხოვნილია სანქციების ამოქმედება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის და საქართველოსთან ურთიერთობის სრულად გადახედვა, საუბარია რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერესების გატარებაზე, დასავლური ტრაექტორიიდან გადახვევასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე. რეაქციები ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანია. ოპოზიციას კენჭისყრის შედეგები მოლოდინს უმყარებს, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხდება. დოკუმენტის ჩანაწერებს მიღმა მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს მმართველი გუნდი, რომელსაც იმედი აქვს, რომ „მეგობარი აქტი“ კანონის სახეს ვერ მიიღებს.