პოლიტიკური კურიოზი - პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას აფასებს

პოლიტიკური კურიოზი – ასე აფასებს მოქმედი პრეზიდენტი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე რეგიონული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა უჭირს, ეს კი თავად ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის შევიწროებითა და დამცირებით არის გამოწვეული.

საპარალამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება და ეს განცხადებაც წინასწარი კამპანიის ნაწილია. მათი თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი კანონით დადგენილ ვადებში დასახელდება.