პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 

პოლიტიკური კრიზისია სომხეთში. ყველა ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის. არმენ სარქსიანის ნაბიჯზეა დამოკიდებული მოვლენათა შემდგომი განვითარება. პრემიერი ოპოზიციას სიტუაციის განსამუხტად ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს, თუმცა ერთი პირობით – გენშტაბის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ფაქტია, რომ ნიკოლ ფაშინიანის შესაბამის ბრძანებაზე პრეზიდენტის ხელმოწერა ამ დრომდე არ არის. ვითარება მეზობელ სომხეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისკანდერების თემაზე გენერალურ შტაბს პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობა დაეძაბა. გენშტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლების მერე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, რაც პრემიერმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

დატოვე კომენტარი