პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი შექმნა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ამბოხების ბრალდებით მიმდინარეობს. სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. საქმის გამოძიება სპეციალურ პროკურორს დაევალა. საომარი მდგომარეობის განკარგულება ქვეყნის პარლამენტმა გააუქმა, თუმცა თავად სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის მომხრე ელემენტების გასანეიტრალებლად და დემოკრატიის დასაცავად იყო საჭირო. სამხრეთ კორეელი კანონმდებლები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადებიან.