პოლიტიკური კრიზისი იტალიაში

რომში ქვირინალის საპრეზიდენტო სასახლე ყურადღების ცენტრშია.

სამთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, იტალიამ მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

არჩევნებში გამარჯვებული პარტიების სამთავრობო გეგმა, პრეზიდენტმა დაბლოკა.

ევროპის მესამე ეკონომიკის სახელმწიფო ვალი, მთლიანი შიდა პროდუქტის 130 %-ს უტოლდება, რაც ევროსკეპტიკოსების გეგმებზე საერთაშორისო გავლენის გაძლიერებას იწვევს.

ევროპაში იმედოვნებენ, რომ იტალია სტაბილური მთავრობის ფორმირებას სწრაფად შეძლებს.