პოლიტიკური კრიზისი ეკვადორში

სიტუაცია უკონტროლო ხდება ეკვადორში. ხელისუფლებამ მძიმე ტვირთად გამოცხადებულ სუბსიდირების პროგრამაზე უარი თქვა, რამაც ქვეყანაში საწვავის ფასი გააორმაგა.

მკაცრი ეკონომიკური ზომების შეჩერებას მოქალაქეები საპროტესტო აქციებით, ბარიკადების აღმართვით და სამთავრობო შენობების აღებით ცდილობენ.

სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები, იზრდება დაკავებულთა რაოდენობაც.

სიტუაცია იმ დონეზე გამწვავდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედაქალაქი დატოვეს. ეკვადორის პრეზიდენტი მასობრივი პროტესტის მიღმა ჩამოგდებული წინამორბედის კვალს ხედავს.