პოლიტიკური გზავნილები სასამართლო პროცესიდან

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ გამოსვლის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმო.

სამსახურებრივი უფლებაოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მის საქმესა და ევროპულ პერსპექტივას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და 16 მაისის განაჩენს საბედისწერო გადაწყვეტილებად და ევროპული პერსპექტივის შეყოვნებად აცხადებს. ცნობილი განცხადებების გამო ლაშა ჩხიკვაძე ბრალდებულმა იმ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის მიმართ საჯაროდ საკმაოდ მძიმე პრეტენზიები თავად არაერთხელ გამოუთქვამს. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა მწვავედ გააკრიტიკა პრემიერის ბოლოდროინდელი წერილები და „ქართულ ოცნებას“ „გოიმობა“ უწოდა. გვარამია ხელისუფლებას უკვე დამარცხებულად მიიჩნევს და მის გადასაბარებლად ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება. ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასასვლელად კი „მთავარის“ დამფუძნებელი ოპოზიციას მთავარ ამოცანად საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას უსახავს.