პოლიტიკური განცხადებები

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტში კონსულტაციები გრძელდება.

რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე გატანა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა ორი პროექტის არსებობის გამო კენჭისყრა გადაიდო. მმართველ გუნდსა და უმცირესობაში ამბობენ, რომ რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმება სურთ. უმრავლესობა საკუთარ პროექტში, მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს, უმცირესობა კი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენის და სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

შორენა ხვიჩია ესაუბრა რეზოლუციის პროექტების ავტორებს.