პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
პარლამენტში საშემოდგომა სესია განახლდა. დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო. ოპონენტებმა ხელისუფლება უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმის, სოციალური პრობლემების და საგარეო მიმართულებით პოზიციონირების გამო გააკრიტიკეს, კითხვები დასვეს აფხაზეთში საწვავის შეტანის მიზნებზეც. გამოსვლებში სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობას, სამშვიდობო პოლიტიკით დეოკუპაციას და ნდობის აღდგენის პროცესის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი მმართველი გუნდის დეპუტატებმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ცალკეული ოპოზიციონერი აქტორების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებებიც გააკრიტიკეს და ოპონენტები ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროცესის ხელოვნურად შეფერხების მცდელობაში დაადანაშაულეს.