პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

15:03, 23.06.2026

პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. უმრავლესობის ლიდერებმა ყურადღება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს უსამართლო პოლიტიკას. მათ ევროკავშირთან დიალოგის განახლების საკითხზეც ისაუბრეს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. მათ აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ ღირებულებებს ებრძვის და მხოლოდ ძალაუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს.

თეონა მანაგაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.

მსგავსი