პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

15:12, 09.12.2025

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება და ამ საკითხზე სუს-ის გამოძიების შედეგები – პარლამენტის სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა ძირითადად ამ თემაზე სასაუბროდ გამოიყენეს. „ქართული ოცნება“ BBC-ის ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგებმაც დაადასტურა, რომ შარშან აქციების დაშლის დროს, მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველებს მავნე ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ არ გამოუყენებია. სუს-ის გამოძიების არ სჯერა გიორგი გახარიას გუნდს და BBC-ის ფილმის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულის გამოძიებას, პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს.

მსგავსი