პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
მწვავე კრიტიკა და ურთიერთბრალდებები პლენარულ სხდომაზე. პოლიტიკური განცხადებების ფორმატში, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ გაკეთებული განცხადებები იყო. პოლიტიკური დებატებისას დისკუსიის საგანი იყო ევროკომისიის კრიტიკული დასკვნა და ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებიც.