პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები, „დიფ სთეითის“ გავლენა საქართველოზე და ამ პროცესში ოპოზიციის როლი – პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა ძირითადად ამ საკითხებზე საუბარს დაუთმეს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოს ქაოსში ჩართვას ცდილობენ და ამჯერად ფეხს ევროპის კონტინენტზე იკიდებენ. მმართველო გუნდის შეფასებით, გარედან მართული და იმედგაცრუებული ოპოზიცია ქვეყნის დაზიანებას აგრძელებს და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. დეპუტატებმა ყურადღება ევროპარლამენტის და ჩეხეთის სენატის რეზოლუციებზეც გაამახვილეს და ევროპა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. საპარლამენტო ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა აქცენტი ანტინარკოტიკულ რეფორმაზეც გააკეთა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.