პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და შერიგების იდეის გარშემო დებატები დღეს პარლამენტშიც გაგრძელდა.

თემის შესახებ ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილისთვის იდეა ფარსია. ზოგიერთი ოპოზიციური ძალა კი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა შერიგების პროცესის საფუძველი გახდეს. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსებული სახით დამტკიცება და მმართველი გუნდის მიერ ანულირებული მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებზე მუშაობა. განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულებაზე კეთდება, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღესაც მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა.