პოლიტიკური განცხადებები

15:38, 18.11.2019

პარლამენტის პიკეტირებას და მიმდინარე აქციებს მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები აფასებენ.

კონსერვატორი გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიციას ხელისუფლებასთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ფაქტი ოპოზიციას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას არ აძლევს და პარლამენტის პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის.

უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, აქციები და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც საზოგადოების რეალური დაკვეთა არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პიკეტირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს და პოლიცია ამ ვითარებაშიც უმაღლეს სტანდარტს აჩვენებს.

მსგავსი