პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტი

ოპოზიციის შეფასებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება უწყდებათ, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება. პარტია „ლელო“ მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და მასში პოლიტიკური კონტექსტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია. მისივე თქმით, კანონის 2022 წლიდან ამოქმედება ნიშნავს, რომ გარკვეულ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ და პოზიცია შეცვალონ.