დაიშალა თუ არა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ – პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ „თავისუფლების მოედანი“ ვითარდება როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. არჩევნების დანიშვნის შემდეგ კი, პარტნიორებთან კონსულტაციები ისევ გაიმართება.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი კოალიციაში მყოფი ოთხივე სუბიექტი მოქმედებს როგორც პარტნიორები და როგორც კი ახალი არჩევნები დაინიშნება, იზრუნებენ რომ ისევ ერთი კოალიციის ქვეშ იყვნენ.