პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა

გადავა თუ არა პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკურ დიალოგში. ოპოზიციაში კომპრომისის აუცილებლობაზე და მზაობაზე საუბრობენ, თუმცა შემხვედრ ნაბიჯებს მმართველი გუნდისგან ელოდებიან.

დიალოგის უალტერნატივობაზე ამახვილებენ ყურადღებას „ქართულ ოცნებაში“, თუმცა კვლავ იმეორებენ, რომ მოლაპარაკების დაწყებას ულტიმატუმები ვერ დააჩქარებს.