პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმების პერსპექტივა

ქვეყანა მოლაპარაკების მეორე და სავარაუდოდ გადამწყვეტი რაუნდის მოლოდინში.

ორ დღეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დაბრუნდება. ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილი დიალოგის წინ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილებს იღებს. პირველ არხთან ინტერვიუში აშშ-ის ელჩი პოზიციების შეჯერების ადგილად პარლამენტს მიიჩნევს და ორივე მხარეს გაბედული კომპრომისისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონის და ბრიუსელის მოწოდებების ფონზე ოპოზიციის ნაწილისთვის დღის წესრიგის ორ მთავარ საკითხად ისევ ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას საქმეები რჩება, ერთადერთ კომპრომისად კი ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზების ძიება განიხილება. მოახლოებული მოლაპარაკების პარალელურად ძალაშია საპროტესტო აქციებიც.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილების გათვალისწინება და პარლამენტში შესვლა, ან მარგინალიზაცია, – ასე ესახება მმართველ პარტიას შექმნილ ვითარებაში ოპონენტი პოლიტიკური ძალების მომავალი.

თამუნა წიკლაური არკვევდა, ამჯერად მაინც შეთანხმებით დასრულდება თუ არა ასეთი რადიკალურად გასხვავებული პოზიციების ფონზე კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრები.