პოლიტიკური დებატები – პრემიერის ინიციატივა

21:10, 26.01.2026

მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთ სივრცეში – აღდგება თუ არა სატელევიზიო ეთერში პოლიტიკური დებატების ფორმატი. პრემიერის ინიციატივის გარშემო დისკუსია გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა იქვე სახელდება კონკრეტული წინაპირობებიც. რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატებში მონაწილეობაზე თანახმა არიან ასაკრძალთა სიაში შესული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და წელიწადზე მეტია, ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

ფორმატთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და მოთხოვნები აქვს მმართველ გუნდსაც. დისკუსია ჯანსაღი ფორმით, გასხვავებული მოსაზრებებისა და არგუმენტების წარდგენით და ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე – ასეთია „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომელიც ინიციატივის მთავარ მიზნად აქტუალურ საკითხებზე მოსახლების ინფორმირებას და მზარდი პოლარიზაციის შემცირებას ასახელებს. მმართველი გუნდის ცალკეული ლიდერები მიუთითებენ იმ პოლიტიკურ ძალებზეც, რომლებთან დებატებზეც უარს ამბობენ.

საბოლოოდ როგორ ფორმატზე მოხერხდება შეჯერება და ვინ ვისთან სადებატოდ არის მზად – თეონა მანაგაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები და პირობები.

მსგავსი