პოლიტიკური დაპირისპირება დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკური უთანხმოება მწვავდება. პრემიერის მიერ დათხოვნილმა პარლამენტმა დღეს მუშაობა სასამართლოს გადაწყვეტილებით განაახლა.

პირველივე სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტით ჯონსონი საკუთარი გეგმის ბოლომდე მიყვანას ცდილობს, ანუ ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას, რასაც პარლამენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა შეთანხმების გარეშე ბრექსითის დასაბლოკად კანონიც მიიღეს, პრემიერ-მინისტრი საკუთარი გეგმის შეცვლას არ აპირებს. უკან დახევას არც კანონმდებლები აპირებენ, რომლებიც შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში ბორის ჯონსონს უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან.