პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული პატიმრობა – შეფასებები
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პოლიტიკოსების დაკავებები კვლავ შეფასებების თემაა.
ოპოზიციაში სასამართლო განაჩენებს უსამართლოს და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ისინი ამ ფონზე ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს და მთავარ ბერკეტად ერთიანობას ასახელებს. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაკავებულები არიან გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ნაწილს შვიდი, ნაწილს კი რვა თვიანი პატიმრობა, ასევე გარკვეული დროით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება ეკრძალება.