პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული გირაო 

საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება, შემდეგ კი გირაოს გადაუხდელობა, უკვე გახდა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრების საფუძველი – ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

პოლიტიკური დევნა თუ პასუხი კანონდარღვევაზე – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურად, დაკავებებს კი პოლიტიკურად მოტივირებულ უწოდებს. განხილვის თემაა შეფარდებული გირაოს გადახდა არ გადახდის საკითხიც. თუ რამდენიმე დღის წინ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან დაკისრებული თანხის გადახდას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, უკვე დღეს ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს პოლიტიკური ბრძოლის რომელ გზას აირჩევს. საპარლამენტო კომისიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, დღეს ოპოზიციის რიგებში დაისვა კითხვებიც, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კონკრეტულ მაღალჩინოსანს.