პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული გირაო – სასამართლო განხილვები
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის საფუძველი. მათ შორის არის ნიკა გვარამია, რომლის პროცესიც საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხვების მსგავსად გვარამიას საქმეც არსებით განხილვას გადაეცა. პარტია „ახალის“ ლიდერის პოზიცია ცნობილია – ნიკა გვარამია პარლამენტისა და საგამოძიებო კომიიის არალეგიტიმურობის არგუმენტით ჯერ კომისიის სხდომაზე არ მივიდა, ახლა კი არც გირაოს გადახდას გეგმავს. ვადა 7 ივნისამდეა, თუ ნიკა გვარამია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, არ არის გამორიცხული, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, ისიც დააკავონ.