პოლიტიკოსების თავდასხმა პირველ არხზე

ბოლო პერიოდში გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმები პირველ არხზე.

ბოლო ასეთი შემთხვევა 30 ივნისს გადაცემა „დღის თემის“ მსვლელობის დროს მოხდა, როდესაც 3 ივლისის აქციასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულმა კითხვებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იმდენად გააღიზიანა, რომ შეკითხვებზე პასუხების ნაცვლად თითქმის 40-წუთი საზოგადოებრივი მაუწყებლის უარგუმენტო კრიტიკას და უსაფუძვლო ბრალდებებს დაუთმო. ნიკა მელიამ პირველი არხი ხელისუფლების მიერ მართულ ტელევიზიად გამოაცხადა ისე, რომ ოპოზიციის შეზღუდვის და მათი პროტესტის თუ აქტივობების უგულებელყოფის ან მიკერძოებით გაშუქების ვერცერთი ფაქტი ვერ მოიყვანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკუთარი ბრალდების გამყარებას იმ არგუმენტით ცდილობდა, რომ გადაცემის წამყვანი საპროტესტო აქციების მხოლოდ გამშუქებელია და არა მონაწილე. ეს ოპოზიციის მხრიდან პირველ არხზე შეტევის პირველი შემთხვევა არ არის.

სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს არხის მიმართ ანალოგიური შინაარსის სხვა ბრალდებებს, რომლებმაც პოლარიზაციის ზრდასთან ერთად იმატა.