პოლიტიკოსების განცხადებები ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხზე
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, მათი განმარტებით, ყველაფერი თავად ბესელიას ქმედებებსა და განცხადებებზეა დამოკიდებული. მათი განცხადებით, გუნდურობის პრინციპი დარღვეული არ უნდა იყოს.