პოლიტიკოსები NDI-ის კვლევას აფასებენ

NDI-ის კვლევას მოჰყვა მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოხმაურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NDI-ის კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ეხება. მისი შეფასებით, სწორედ მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ნატოში ინტეგრაცია.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ დაგეგმილია შესაბამისი რეფორმები.

კვლევაში არსებული ტენდენციებიდან გაზრდილ კრიმინალზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საგულისხმოა მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.