პოლიტიკოსები მეუფე იაკობის განცხადებებს აფასებენ

მეუფე იაკობის განცხადებებს დღეს კიდევ ერთხელ მოყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სასურველია ეპისკოპოსი პარლამენტში მივიდეს და პარლამენტის ტრიბუნიდან ღიად ისაუბროს იმ ბრალდებებზე, რაც გუშინ გააჟღერა.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რაც მოისმინა სისულელეა და არ შევა დებატებში თემაზე, რაც პატრიარქს გულს ატკენს.

დაიწყებს თუ არა მოკვლევას პროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებებზე, ჯერ უცნობია.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართლებრივი რეაგირების შემთხვევაში საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.