„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიცია მიმდინარე პროცესს ანაკლიის პორტს და მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას უკავშირებს. უმცირესობა პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
მმართველ გუნდში კი მიმდინარე სამართლებრივი პროცესის კავშირს პოლიტიკასთან გამორიცხავენ. როგორც უმრავლესობა აცხადებს, პროკურატურაში საქმის წარმოება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გეგმას გაახმოვანებდა.