პოლიტიკოსები ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან

მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან პოლიტიკოსები.

ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ქვეყანაში დაძაბული გარემოსა და არჩევნებისთვის არასასურველი კლიმატის შექმნას, რაც მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, თუკი ხელისუფლების მიმართ რაიმე მასალა ან ფაქტი არსებობს, ის საგამოძიებო უწყებას უნდა გადაეცეს.

„ევროპული საქართველოსა“ და საგამოძიებო კომისიის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამ ჩანაწერებით დასტურდება ის, რაც საგამოძიებო კომისიამ დაადგინა. მისი თქმით,  ასევე დადასტურდა, რომ მირზა სუბელიანი გარიგებული იყო მმართველ გუნდთან.