პოლიტიკოსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას აფასებენ

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შეფასებები არის დროული და მნიშვნელოვანი. ამ განცხადებით ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ტერორიზმის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას.

მმართველი გუნდის დეპუტატები, ასევე, ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობენ. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ხელისუფლებას სურს, წარმოაჩინოს მოკავშირე ქვეყნის დასკვნა იმდაგვარად, თითქოსდა ანგარიშში ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა დადებითად არის შეფასებული.