პოლიტიკოსები 2018 წელს აჯამებენ

2018 წელს აჯამებენ პოლიტიკოსები.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 2018 წელს ქვეყნის განვითარებისთვის ნაბიჯები არ გადადგმულა. მათი თქმით, მიღწევები მხოლოდ სპორტის და კულტურის სფეროში იყო, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით კი ქვეყანამ ნაბიჯი უკან გადადგა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სირთულეების მიუხედავად, ქვეყანამ მთელი რიგი მიმართულებით პროგრესი განიცადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის მთავარი გამოწვევა სოციალური ვითარების გაუმჯობესება იქნება.