„პოლიტიკო“ - ვინ იქნება ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი

ამერიკის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ალიანსში გენერალურ მდივნად მარკ რუტეს კანდიდატურას ორი მესამედი უჭერს მხარს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

ნატო-ს წესების თანახმად, გადაწყვეტილება გენერალური მდივნის დანიშვნის შესახებ ერთხმად უნდა იქნას მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუტემ ალიანსის 31 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.