პოლიციის ქალაქის მშენებლობა თბილისში

პოლიციის 1 000-მდე თანამშრომელი საცხოვრებელ ბინებს მიიღებს.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქის მშენებლობა დაიწყო. კვადრატულ მეტრში სამართალდამცავებს მინიმალური თანხის გადახდა მოუწევთ, საბაზრო ფასთან სხვაობას კი სახელმწიფო დაფარავს. ადგილი, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ადრე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა იყო განთავსებული. ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოყოფილ ტერიტორიაზე 2025 წლის ბოლოსთვის შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს.