პოლიციის დღე

პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პრეზიდენტმა, პრემიერმა და უწყების პირველმა პირმა მიმართეს. ყველა გამოსვლაში დღეს ხაზი გაესვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის პოლიტიკურ ნეიტრალობას და სამართალდამცავების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაზრდას. მინისტრმა განმარტა, რომ უწყებაში დაწყებული ყველა რეფორმის მთავარი მიზანი, სწორედ სამინისტროს დეპოლიტიზებაა.