თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ პოლიციელზე თავდასხმა ედებათ ბრალად. სხდომაზე ბრლადების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტრის წარმომადგენლები, ვინც დაზიანებული წყლის ჭავლის მანქანის დათვალიერებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ქმედების შედეგად, ასევე დაზიანდა შინაგანს საქმეთა სამინისტრის ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის მანქანა. აღნიშნილი ქმედება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.